ფეხბურთი

16:50 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე და იბრა "წითელ ეშმაკებს" არ დატოვებენ

ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას "მანჩესტერში" დარჩენა სურს. "ვოტფორდთან" თამაშის წინ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ მომავალი სზონი გაცილებით უკეთესი იქნებაო.

მოურინიომ ასევე იბრაჰიმოვიჩზეც გაამახვილა ყურადღაბა, რომელიც ჯერჯერობით არსად გადასვლას არ აპირებს და მომავალ ორ სეზონს კვლავ "წითელ ეშმაკებში" გაატარებს.

"ეს მისი ბოლო 2 სეზონი იქნება ასეთ მაღალ დონეზე. მის ოჯახს ინგლისში ცხოვრების პრობლემა არ აქვს, თუმცა იბრას შეუძლია ისარგებლოს გამოუყენებელი თავისუფალი დღეებით და ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე შვედეთში გაატაროს",- განაცხადა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122445