ფეხბურთი

10:30 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. აღნიშნული წოდება ლუზიტანელ შემტევს FourFourTwo-მ მიანიჭა.

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ტიერი ანრი, ხოლო საუკეთესო სამეულში მოხვდა მისივე თანამემამულე ერიკ კანტონა.

რაც შეეხება ათეულში მოხვედრილ დანარცენ ფეხბურთელებს:

4. დენის ბერგკამპი (ჰოლანდია)

5. დიდიე დროგბა (კოტ დივუარი)

6. სერხიო აგუერო (არგენტინა)

7. ჯანფრანკო ძოლა (იტალია)

8. პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი)

9. პეტერ შმაიხელი (დანია)

10. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი)

გამოცემას ლეგიონერთა შორის არ შეუყვანია ბრიტანელი ფეხბურთელები და ათეულში რაიან გიგზის არმოხვედრაც ამითაა გამოწვეული.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, იგი პრემიერლიგაში 2003-2009 წლებში თამაშობდა და ინგლისის ჩემპიონატში 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა. ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიგო და ამასთან პირველი “ოქროს ბურთიც” ნისლიან ალბიონზე თამაშის დროს მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104521