ფეხბურთი

13:15 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ტურინში "იუვეს" გამარჯვების სანახავად ვიყავი და არა დიბალას გამო"

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ტურინის “იუვენტუსის” ლიდერის, პაულო დიბალას შეძენას არ გეგმავს და მეტიც, დაინტერესებულიც არაა.

“დიბალა? – არა, ტურინში მხოლოდ გასართობად ვიყავი - “იუვენტუსის” გამარჯვება ისევ მენახა და დამესვენა ძალიან დატვირთული კვირის შემდეგ”, - განაცხადა კონტემ.

ანტონიო კონტე ერთი კვირის წინ, “იუვენტუსი” – “ინტერის” მატჩს დაესწრო და სწორედ მაშინ გაჩნდა ზემოხსენებული ჭორები. ამასთან, იტალიურმა მედიამ კონტეს მატჩზე ყოფნა იმასაც დაუკავშირა, რომ თითქოს ზაფხულში იგი მილანის “ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ხდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140237