ფეხბურთი

12:15 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" რომანიოლიც გამოაკლდა

იტალიურ “მილანს” საკადრო პრობლემები არ ელევა და განსაკუთრებით დაცვაში. ამჯერად ალესიო რომანიოლი დაშავდა, რომელიც “როსონერის” დაცვის ბურჯად მიიჩნევა. 22 წლის მცველმა დაზიანება “ბოლონიასთან” (1:0) მოგებულ მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადჰყო, მარჯვენა ფეხზე ბარძაყი აქვს დაზიანებული, რომლის გამოჯანმრთელებას მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული რომანიოლის გაცილებით მეტი დრო გაუცდეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ იგი “მილანს” “ლაციოსთან” და “ფიორენტინასთან” მატჩებში ვერ დაეხმარება, ხოლო საეჭვოა მისი თამაში ამ დროისთვის “კიევოსა” და “იუვენტუსის” წინააღმდეგ.

ალესიო რომანიოლიმ მიმდინარე სეზონში სერია A-სა და იტალიის თასზე 22 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ “მილანს” რომანიოლის გარდა ლაზარეთში მატია დე შილიო, ლუკა ანტონელი და ჯაკომო ბონავენტურა ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112158