ფეხბურთი

11:15 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბარძალი მოისაკლისა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ერთ-ერთი წამყვანი მცველი ანდრეა ბარძალი დაუშავდა. gazzetta dello sport-ის ინვორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ბარძაყი აქვს დაზიანებული და მინიმუმ 20 დღე უქმობა მოუწევს. შესაბამისად, ანდრეა “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “პორტუს” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს საბოლოო დიაგნოზი არაა და ბარძალის ხელმეორე გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

ანდრეა ბარძალიმ ტრავმა “კროტონესთან” მატჩში მიიღო, რომელშიც იგი ცვლილებაზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში ვეტერანმა იტალიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბარძალიმ მიმდინარე სეზონში გარკვეული პერიოდი, დაახლოებით ერთი თვე, ტრავმის გამო უკვე გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1174