ფეხბურთი

23:25 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” იერაის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” ცენტრალურ მცველს იერაი ალვარესს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით, “სან მამესზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება.

ახალგაზრდა მცველს დაახლოებით ორი თვის წინ სათესლე ჯირკვლების სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

იერაიმ მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112983