ფეხბურთი

23:00 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი ორ კვირას გამოტოვებს

მადრიდის “ატლეტიკოს” დაცვის ლიდერი დიეგო გოდინი ტრავმის გამო, ორი კვირა ვერ ითამაშებს – იუწყება გამოცემა Football Espana.

ურუგვაელი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” სათასო შეხვედრის 49-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, დიეგოს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დაახლოებით ორი კვირის განმალობაში ვერ ითამაშებს.

ამრიგად, გოდინი ლა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრას: “სელტასთან” და “ხიხონთან” აუცილებლად გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში თამაში საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე “ლევერკუზენს” დაუპირისპირდება და პირველი მატჩი გერმანიაში 21 თებერვალს გაიმართება.

გოდინმა მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.100407