სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

22:08 | 10.02.2017 | ნანახია 769 - ჯერ

პრემიები და პრეზენტაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ფედერაციიის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოაწყო. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვეტერანი და მოქმედი მოჭიდავეები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ფედერაციის პრეზიდენტმა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენები და 60 წელს გადაცილებული ვეტერანები ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

აქვე გეგა გეგეშიძის სამუშაო გეგმის ძირითად პრიორიტეტები:

- თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული ინფრასტრუქტურა;

- რეგიონებში ჭიდაობის განვითარება და ხელშეწყობა;

- საჭიდაო დარბაზების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა;

- პროექტი "ღონიერიგონიერი” - წიგნიერების პროპაგანდა და სპორტდარბაზებში მინი ბიბლიოთეკების მოწყობა, ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება რეგიონებში მცხოვრები მოჭიდავეებისთვის;

- სპორტული პერსონალის (მწვრთნელი, მსაჯი, ექიმი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და ა.შ.) კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება;

- გაცვლითი პროგრამები;

- ახალი ინიციატივების ხელშეწყობა და მოტივაციის წახალისება;

- ქალთა ჭიდაობის განვითარება;

- სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ჭიდაობის განვითარებაში;

- კლუბების შექმნა;

- მოჭიდავეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სოციალური პაკეტების ამოქმედება;

- ვეტერანი მოჭიდავეებისათვის შრომისა და დამსახურების შესაბამისი პირობების შექმნა;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობა ჭიდაობაში და ადაპტირებული გარემოს შექმნა;

- საერთაშორისო ტურნირების ჩატარება;

- აბსოლუტური და გუნდური ჩემპიონატების მოწყობა;

- მხარდამჭერთა გუნდების ჩამოყალიბება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.081225