ფეხბურთი

23:18 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი "ნაპოლისთან" პირველ მატჩს გამოტოვებს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეტ ბეილი ინდივიდუალურად უკვე კარგად ვარჯიშობს, მოტივირებულია, თუმცა "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს.

"ვიმედოვნებ, "ნაპოლისთან" განმეორებითი მატჩის დროს გარეტი დაგვიბრუნდება. ბეილი თავს კარგად გრძნობს, მოტივირებულია და მისთვის ახლა მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშოს." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა.

უელსელმა ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება გასული წლის ნოემბერში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. "რეალი" "ნაპოლის" 15 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდება, ხოლო განმეორებითი მატჩი იტალიაში 7 მარტს შედგება.

0.116323