თამაშგარე

15:15 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას ავტობიოგრაფიული წიგნი შემოდგომაზე გამოვა

უკვე მესამე წელია, რუსი მეჩოგნე ქალი მარია შარაპოვა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებით “გვემუქრება”, მაგრამ გადის დრო და ან მარია ზარმაცობს და ვერ აბამს თავს წიგნის დაწერას, ანდა უბრალოდ შარაპოვამ ვერა და ვერ გამონახა საამისო დრო.

ახლა, როგორც ჩანს, რუსი მეჩოგნე ნამდვილად შეასრულებს დანაპირებს, რადგან, რამდენიმე დღის წინ, შარაპოვამ ერთ-ერთ ცნობილ ბრიტანულ საგამომცემლო სახლთან გააფორმა კონტრაქტი და მიმდინარე წლის შემოდგომაზე შარაპოვას ავტობიოგრაფიული წიგნი უკვე მზის სინათლეს იხილავს.

როგორც მარია შარაპოვა გვარწმუნებს, წიგნს მთლიანად თვითონ დაწერს და არავის დაიხმარს. მარიას სურს, რომ მისი წიგნი იყოს გულრწფელობის ნიმუში და რამდენად გამოუვა ეს, ამას სულ მალე გავიგებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112887