ფეხბურთი

15:00 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი “ჩელსიში” დაბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, მშობლიურ კლუბში ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება.

Mirror-ის ინფორმაციით, გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელი “არისტოკრატთა” აკადემიაში სამწვრთნელო სტაჟირებას გადის და უეფას B კატეგორიის ლიცენზიის მიღებაზე ზრუნავს.

ფრანკ ლამპარდმა წარმატებული კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ჩელსის” რიგებში გაატარა. ამ გუნდის ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავდა. ლონდონელებთან ერთად სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, ოთხჯერ ინგლისის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ის, “ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 648 მატჩში გატანილი 211 გოლით, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბამბარდირია.

0.130708