ფეხბურთი

12:49 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟესუსმა შეყვარებულზე შური იძია

ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ჩინებულად მოერგო გაბრიელ ჟესუსი – საინტერესოა, რომ ჟესუსი ყოველ გატანილ გოლს ერთნაირად აღნიშნავს, ტელეფონზე საუბრის იმიტირებას ახდენს. სამხრეთამერიკელმა ამის მიზეზზე ინგლისურ მედიასთან ისაუბრა:

“გოლის აღნიშვნის ჟესტი ჩემს ყოფილ შეყვარებულს ეძღვნება – როდესაც “პალმეირასში” ვთამაშობდი, იგი არ მეკონტაქტებოდა, არ მპასუხობდა. მაგრა, “სიტიში” გადმოსვლის შემდეგ თვითონ მომწერა”, - თქვა გაბრიელ ჟესუსმა.

გაბრიელ ჟესუსი “მანჩესტერ სიტიმ” იანვარში შეიძინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი “ქალაქელთა” რიგებში გადაბარგება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გადაწყდა. 19 წლის ბრაზილიელმა პრემიერლიგის სამ თამაშში ამდენივე გოლის გატანა მოასწრო. “სუონსისთან” საერთოდ დუბლი გაიფორმა და “სიტიმ” სწორედ მისი გოლებით მოიპოვა სამი ქულა.

0.118345