ფეხბურთი

23:00 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერნანესი ჩინეთში ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ერნანესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. იტალიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი “ჰებეი ფორტუნიში” გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიელმა აზიელებთან.

სამაგიეროდ, ტრანსფერის ღირებულებაა ცნობილი: “იუვენტუსმა” 8 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება.

ერნანესი “იუვენტუსში” 2016 წელს გადავიდა, თუმცა თამაში ხშირად არ უწევდა. მანამდე იგი “ლაციოსა” და “ინტერშიც” გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ გუნდებს ტრანსფერების გაჩარხვის უფლება 28 თებერვლამდე აქვთ – სწორედ ამ დღეს იხურება აზიაში სატრანსფერო ფანჯარა.

0.118576