ფეხბურთი

12:05 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” მეორე შეკრება ბელეკში დაგეგმა

თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ მეორე შეკრებას ისევ თურქეთში გაივლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისელები 11 თებერვლიდან 1 მარტამდე ბელეკში მოემზადებიან და ოთხ სპარინგ-მატჩს გამართავენ.

14 თებერვალს “დინამოს” მეტოქე ლუცკის “ვოლინი” იქნება, 17 თებერვალს დონეცკის “ოლიმპიკი”, 21 თებერვალს დინამოელები ბორისოვოს “ბატესთან” მოსინჯავენ ძალებს, ბოლო მატჩი კი 25 თებერვალს ტულის “არსენალთანაა” დაგეგმილი.

“დინამო” პირველ შეკრებაზე 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე ასევე თურქეთში, ქალაქ ლარაში იმყოფებოდა, სადაც ვიაჩესლავ გროზნის შეგირდებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს: “ჟილინას” (1:1) და “სილექსს” (0:0) დაუზავდნენ, “დნიპროს” 4:2 მოუგეს, ხოლო “ჩერნომორეცთან” 1:2 დამარცხდნენ.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ “დინამო” საქართველოს ჩემპიონატში ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 5 მარტს, საკუთარ მოედაზე ფოთის “კოლხეთთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131619