ფეხბურთი

17:50 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კურტუას აგენტს ესაუბრება

მადრიდის “რეალი” ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" მეკარის, ტიბო კურტუას გადაბირებას ეცდება. როგორც ინტერნეტპორტალი OK Diario იტყობინება, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა ბელგიელი კიპერის აგენტს უკვე ესაუბრება და თანამშრომლობას სთავაზობს.

წყარო ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს. აქვე გეტყვით, რომ კურტუას “რეალში” შესაძლო გადასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს დაიწყო.

ტიბო კურტუა “ჩელსიში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მანამდე კი, სახელი მადრიდულ გუნდში, “ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12453