ფეხბურთი

13:36 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ვენგერს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერთან განშორებას არ აპირებს – ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მეთოფეთა” ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებს სეზონს ლონდონური გრანდი.

აღსანიშნავია, რომ ვენგერი “არსენალს” 20 წელზე მეტია წვრთნის. აღნიშნული დროის განმავლობაში მან ნისლიან ალბიონზე 15 ტიტული მოიპოვა, მისი ხელმძღვანელობით “მეთოფეებმა” 1155 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 663 მოიგეს, 268 ფრე ითამაშეს და 224 წააგეს. პრემიერლიგა ლონდონელებმა სამჯერ მოიგეს, ექვსჯერ ინგლისის თასი და ამდენჯერვე სუპერთასი.

აქვე გეტყვით, რომ ვენგერმა და “არსენალმა” ბოლოს პრემიერლიგის მოგება 13 წლის წინ, 2004 წელს მოახერხეს. მიმდინარე სეზონში კი, გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა 47 ქულით, ხოლო პარალელურად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც მიუნხენის “ბაიერნს” ეთამაშება.

0.113866