ფეხბურთი

15:29 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "ნაპოლის" "რეალის" დამარცხება შეუძლია"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი მის ყოფილ კლუბს, “ნაპოლის” აქებს. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, იგი “აძურის” თამაშს თვალს ადევნებს და მიაჩნია, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში “რეალის” დამარცხება შეუძლიათ.

“როდესაც შანსი მაქვს “ნაპოლის” თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და ძლიერი გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. მოიგებს თუ არა სკუდეტოს ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ბევრი დროა სეზონის ბოლომდე. რაც შეეხება “რეალთან” თამაშს, რატომაც არა – ჩემი აზრით, “ნაპოლის” შესწევს ძალა ესპანელთა ბარიერი გადალახოს.

დაბრუნება? – ამჟამად პსჟ-ში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ნეაპოლში დავბრუნდე”, - აღნიშნა კავანიმ, რომელმაც “ნაპოლის” რიგებში 2010-2013 წლებში 138 თამაში ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

"ნაპოლისა" და “რეალის” დაპირისპირება 15 თებერვალს მადრიდში გაიმართება, ხოლო საპასუხო - ნეაპოლში, 7 მარტს.

0.120289