ფეხბურთი

11:10 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკოს აგენტი: "რეალი" - არა, ედინი უკვე დიდი გუნდის ფეხბურთელია"

იტალიური “რომას” ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო აპენინს არ დატოვებს და მადრიდის “რეალში” არ გადავა. ამის შესახებ 30 წლის ფორვარდის აგენტმა სილვანო მარტინამ განაცხადა. მისი თქმით, “რეალი” დიდი გუნდია, მაგრამ ჯეკო ასეთი კალიბრის გუნდში უკვე თამაშობს და შესაბამისად, რომის დატოვების მიზეზი არ აქვს.

“ვერ ვხედავ მიზეზს, რომ იგი გადავიდეს სხვა გუნდში, თუნდაც “რეალში”. რატომ? – იმიტომ, რომ ჯეკო უკვე თამაშობს დიდ გუნდში. “რომას” დიდი ტრადიციები აქვს და შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ედინს გასულ სეზონში გარკვეული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ სპალეტი მას ისევ ენდო და შედეგიც სახეზეა. ჩემი კლიენტი დიდ მარკო ვან ბასტენს მაგონებს”, - ციტირებს მარტინას სიტყვებს sportmediaset-ი.

ედინ ჯეკო მიმდინარე სეზონს მართლაც დიდებულად ატარებს და სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, 24 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება “რეალის” ინტერესს, ესპანურ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზინედინ ზიდანს ზაფხულში ბოსნიელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112107