ფეხბურთი

15:01 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ოლექსანდრიას" მწვრთნელი ჭანტურიშვილზე: "პოტენციალი აქვს, მაგრამ..."

უკრაინული "ოლექსანდრიას" მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა გუნდის პოტენციურ ახალწვეულზე, 23 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველი ნახევარმცველი შეკრებაზე ახლავს "ოლექსანდრიას" და ერთ ტესტ-მატჩში ითამაშა: სლოვენიის "მარიბორთან" (1:1) სასტარტოში იყო.

"ქართველ ლეგიონერს პოტენციალი აქვს, მაგრამ ფიზიკურად ჯერ არ არის მზად. შეკრების ბოლომდე დავაკვირდებით და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას".

შეგახსენებთ, ჭანტურიშვილი "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108851