ფეხბურთი

14:14 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი თბილისში

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, "ბარსელონას" ოფიციალური მხარდამჭერთა კლუბი იხსნება. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გუშინ დაადასტურა.

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადების თანახმად, 2017 წლის 6 თებერვალს, კლუბის დირექტორთა საბჭომ ოფიციალურის სტატუსი 15 ახალ მხარდამჭერთა კლუბს მიანიჭა. მათ შორისაა Penya Blaugrana Tbilisi, რომლის ადგილმდებარეობადაც, რა გასაკვირია, საქართველო, თბილისია მითითებული.

თბილისში "ბარსელონას" ოფიციალური მხარდამჭერთა კლუბის შესახებ მეტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129774