ჭიდაობა

11:21 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ყვარელში გამოიკვეთა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გამართა – თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები ყვარელში გამოვლინდნენ. შიდა კონკურენციაში 200-ზე მეტი მოჭიდავე ჩაერთო და საპრიზო სამეულები 8 წონით კატეგორიაში შეივსო.

საქართველოს ჩემპიონებმა ახალგაზრდული ნაკრების უმთავრესი კანდიდატის სტატუსიც მოიპოვეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების განაცხადების დაკომპლექტებისას უპირატესობა დიდი ალბათობით სწორედ ყვარლის ხალიჩაზე ოქროს მედლის მომპოვებელ სპორტსმენებს მიენიჭებათ.

სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები ტრადიციულად, ზაფხულში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს 27 ივნისიდან 2 ივლისამდე დორტმუნდი უმასპინძლებს. მსოფლიო ხალიჩა კი 1-6 აგვისტოს ტამპერეში გაიშლება.

თავისუფალი ჭიდაობა

ახალგაზრდები

ყვარელი

50 კგ

1 გოგა ძიგუა (სამტრედია)

2 მახარე გელაშვილი (ხაშური)

3 გოდერძი ოსანაძე (აჭარა)

3 ალეკო ღოღობერიძე (აჭარა)

55 კგ

1 თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)

2 რამაზ თურმანიძე (აჭარა)

3 რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

3 გოდერძი ძებისაშვილი (გორი)

60 კგ

1 ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

2 გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო)

3 შმაგი თოდუა (სამტრედია)

3 ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი)

66 კგ

1 მირზა სხულუხია (ქუთაისი)

2 ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

3 მამუკა ჩაჩუა (თბილისი)

3 გია ავალიანი (სამტრედია)

74 კგ

1 ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

2 გოგა მამიაური (თბილისი)

3 არტსუნ თარგამიანი (ნინოწმინდა)

3 თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)

84 კგ

1 ზაურ ბერაძე (ხარაგაული)

2 მექი სიმონია (ქუთაისი)

3 დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)

3 ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)

96 კგ

1 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

2 მოგელი მეზვრიშვილი (გორი)

3 მარად ვანაძე (აჭარა)

3 ბექა ჭელიძე (თბილისი)

120 კგ

1 ზურკო ურთაშვილი (მცხეთა)

2 ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)

3 გიორგი ლომოური (თბილისი)

3 დავით კობახიძე (თბილისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114202