ფეხბურთი

23:30 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” კარვახალი მოულოდნელად დაუბრუნდა

მადრიდის “რეალს” ლაზარეთიდან მარჯვენა მცველი დანი კარვახალი დაუბრუნდა. ამის შესახებ “სამეფო გუნდის” ვებგვერდი იტყობინება. ეს ინფორმაცია ზინედინ ზიდანისთვის ნამვილად სასიამოვნო სიურპრიზი უნდა იყოს – კარვახალმა ტრავმა იანვრის შუაში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით ერთი თვე უნდა გასცდენოდა, თუმცა გუნდს ნაადრევად დაუბრუნდა.

ესპანელმა მცველმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. შესაბამისად, დანი კარვახალი ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლის” წინააღმდეგ თამაშს შესძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109079