ფეხბურთი

21:17 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" განცხადება: კლუბი რანიერის მხარს უჭერს

ინგლისის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი" კლაუდიო რანიერისთან დაკავშირებით გავრცელებულ ამბებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ბოლო დროს ინგლისური მედიის ერთ-ერთი განსახილველი თემა "მელიების" მთავარი მწვრთნელის პოზიციაა. იყო ვარაუდი, რომ ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს დაითხოვდა, თუმცა კლუბი რანიერის მხარს უჭერს.

როგორც "ლესტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბში ყველა თანხმდება იმაზე, რომ გუნდმა შედეგი უნდა გააუმჯობესოს. პრემიერლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორებს კი ხელმძღვანელობა გვერდში უდგას და ცვლილებას არ აპირებს.

ასევე ინგლისში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელებს კვების რაციონიდან ქათმის ჰამბურგერის ამოღება უბრძანა. "ლესტერი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მე-16 ადგილზე 21 ქულით იმყოფება და გასავარდნ ზონას ერთი ქულით უსწრებს.

0.121879