ფეხბურთი

16:21 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” სანდროს გადაბირება უნდა

ლონდონის “ჩელსის” ტურინის “იუვენტუსის” 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ალექს სანდროს გადაბირება სურს.

“ტუტოსპორტის” ინფორმაციით, “არისტოკრატები” ბრაზილიელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან. სანდროს სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

სანდრო 2015 წელს “პორტოდან” “იუვენტუსში” 16 მილიონ ევროდ გადავიდა და ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ალექს სანდრომ იტალიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114841