ფეხბურთი

13:52 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემმა ჰაკერებს მილიონზე უარი უთხრა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ჰაკერები პირადი მიმოწერის გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუმცა ექს-ფეხბურთელმა თანხის გადახდაზე უარი თქვა.

A Bola-ს ცნობით, ბოროტმოქმედებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით 1 მილიონ ევროს ითხოვდნენ. როგორც წყარო იტყობინება, ჰაკერები ცნობილ საიტთან Football Leaks თანამშრომლობენ, რომლის სპეციალობას ფეხბურთელებზე, კლუბებსა და აგენტებზე საიდუმლო ინფორმაციის გახმაურება წარმოადგენს.

ბექჰემის წერილების გასაჯაროებიდან გაირკვა, რომ ის სერის ტიტულზე ოცნებობს და იუნისეფ-ის ელჩის წოდებას ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112271