ფეხბურთი

10:48 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. შვედი ფეხბურთელი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.

აღნიშნულ რიცხვს იბრამ გუშინ, “ლესტერთან” (3:0) მატჩში მიაღწია. ზლატანი ამჟამად 35 წლის და 125 დღის გახლავთ.

შეგახსენებთ, სკანდინავიელი “მანჩესტერში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115137