ფეხბურთი

19:30 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიამ" ტეტუნაშვილი დაიმატა

ახალი სეზონიდან "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას 26 წლის ბადრი ტეტუნაშვილი დაიცავს, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველი გახლავთ.

უმაღლეს ლიგაში ბადრი ტეტუნაშვილის დებიუტი ცხინვალის "სპარტაკში", 2010/2011 წლების სეზონში შედგა. ბადრიმ "სპარტაკის" მაისურით 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 2012/2013 წლების სეზონში კი ბადრიმ "ვიტ ჯორჯიას" ფორმა უმაღლესი ლიგის 5, ხოლო საქართველოს თასის გათამაშების 2 შეხვედრაში მოირგო.

ტეტუნაშვილმა 2013/2014 წლების სეზონი ბათუმის "დინამოში" დაიწყო და პირველი ლიგიდან უმაღლესში აღზევებაში ლომის წილი დაიდო. ბადრი ტეტუნაშვილმა ზღვისპირელთა მაისურით 2013/2014 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანაც მოახერხა.

ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხი სეზონი ბადრი ტეტუნაშვილმა ბათუმის "დინამოსთან" ერთად უმაღლეს ლიგაში გაატარა. 2015/2016 წლების სეზონში ბადრი ტეტუნაშვილმა ვიცე-ჩემპიონის რანგში უეფას ევროპა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ბათუმელები კვიპროსის "ომონიასთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 (1:0, 0:2) დამარცხდნენ. საგულისხმოა, რომ ბადრი ტეტუნაშვილმა ორივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. დინამოელთა მაისურით ბადრი ტეტუნაშვილმა ყველა ტურნირზე ჯამში 80-ჯერ მოირგო და 9 გოლი გაიტანა. ტეტუნაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსხური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110246