ფეხბურთი

12:53 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მანჩესტერს" არ შეუძლია "ბაიერნის" მსგავსად კონკურენტების ფეხბურთელები იყიდოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერლიგაში შეუძლებელია მოწინააღმდეგე გუნდის ლიდერი ფეხბურთელი დაიმატო, როგორც ამას მიუნხენის "ბაიერნი" აკეთებს.

"ინგლისურ ფეხბურთში ახალი დრო დადგა. ჩვენ არ ვიმყოფებით გერმანიაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ზაფხულშია ჩემპიონი. ისინი წლიდან წლამდე "დორტმუნდის" ლიდერებს ყიდულობენ. ჯერ რობერტ ლევანდოვსკი დაიმატეს, შემდეგ მარიო გიოტცე, ამის მერე კი მატს ჰუმელსი. ასე რომ ტიტული გარანტირებული აქვთ. თქვენ ფიქრობთ, რომ "ტოტენჰემისგან" ორ ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ? ვერ შევძლებთ. ასევე სხვა გუნდებისგან და ეს მეთოდი უკვე წარსულს ჩაბარდა." - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117156