ფეხბურთი

12:05 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "მონაკო" - ტოპ 5 ლიგის შედეგიანი გუნდები

კატალონიის "ბარსელონამ" და "მონაკომ" მიმდინარე სეზონში 100 გოლის გატანა შეძლეს და შედეგიანი თამაშის მიხედვით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ლიდერები არიან. აღნიშნული ინფორმაციები ორივე კლუბი ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

ფრანგულმა გუნდმა ლიგა 1-ში 68 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე "მონაკომ" გულშემატკივრები 9-ჯერ გაახარა, დანარჩენი გოლების რაოდენობა კი საფრანგეთის თასებზეა გადანაწილებული. 4 თებერვალს გუნდმა უშუალო კონკურენტი "ნიცა" 3:0 დაამარცხა, შიდა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი 52 ქულით გახდა.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში 55 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - 20. ესპანეთის თასზე "ბლაუგრანამ" ასევე 20-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო სუპერთასზე კი მეტოქე 5-ჯერ დაამწუხრა. 4 თებერვალს ლუის ენრიკეს გუნდმა 3:0 დაამარცხა "ბილბაო" და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

0.140904