ფეხბურთი

13:33 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

611 მილიონი გულშემატკივარი “იუვენტუსი”-“ინტერის” მოლოდინში

5 თებერვალს იტალიის ჩემპიონატის გულშემატკივრები ერთ-ერთ გამორჩეულ დერბს ელის. სერია A-ს 23-ე ტურში “იუვენტუსი” “ინტერს” დაუპირისპირდება.

ამ მატჩის მოლოდინშია 611 მილიონი გულშემატკივარი. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ “ნერაძურის” “ბებერ ქალბატონზე” 11 მილიონით მეტი გულშემატკივარი ჰყოლია. 311 მილიონი 300 მილიონის წილ.

ამჟამად “იუვენტუსს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა სატურნირო ცხრილში 51 ქულით მყარად დგას პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება "ინტერს", მილანურ კლუბს ზედიზედ 7 მოგება დაუგროვდა და 42 ქულით მე-4 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113052