ფეხბურთი

20:24 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივო" - "ბეტისის" მატჩი ძლიერი ქარისა და "რიასორის" პრობლემის გამო გადაიდო

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის კალენდარული შეხვედრა „დეპორტივოსა“ და „ბეტისს“ შორის გადადებულია. ამის შესახებ ლა კორუნიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. თამაშის ვერჩატარების მიზეზი კი, ძლიერი ქარია, რამაც „რიასორის“ სტადიონის სახურავი დააზიანა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება, თამაშის დაწყების დროს, ესპანეთის დროით 20:45 საათზე, ქარის სიჩქარე საათში 120 კილომტერს გაუტოლდება და ამიტომაც, სახურავის ჩამონგრევის შიშით, შეხვედრა არ ჩატარდება.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „რიასორს“ კლიმატური პირობების გამო პრობლემა შეექმნა. 2016 წლის იანვარში, „დეპორტივოსა“ და „ლას პალმასის“ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება ზემოხსენებული თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110448