ფეხბურთი

19:43 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტაც ჩინეთში ზღაპრული ანაზღაურებით

ლონდონის „ჩელსის“ ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოშტაც ჩინეთს გზას დაადგა. როგორც ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი იტყობინება, 28 წლის კოშტა უკვე შეუთანხმდა ერთ-ერთი ჩინურ გუნდს, რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება და ზაფხულში აზიაში გადაბარგდება.

ხელშეკრულების პირობების თანახმად კი, ნატურალიზებული ესპანელი სეზონში არც მეტი, არც ნაკლები, 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანტონიო კონტემ უკვე იპოვა კოშტას შემცვლელი და თვალი თანაქალაქელ „არსენალის“ ჩილელ შემტევ ალექსის სანჩესს დაადგა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი „ჩელსიში“ მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, ალვარო მორატას გადაბირებითაცაა დაინტერესებული.

დიეგო კოშტა კი, მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და „არისტოკრატების“ საუკეთესო ბომბარდირია 15 გატანილი გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115141