ფეხბურთი

19:20 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ფეხბურთელი დააპატიმრეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი მცველი ლეკას ერნანდესი დაპატიმრებულია. El mundo-ს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს ბრალად გოგონას ცემა ედება. როგორც გაირკვა შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერნანდესი მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ფრანგი მოთამაშე მადრიდის მუნიციპალიტეტ ლას როსასის პოლიციის ბრძანებით დაკავებულია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ნცობა, თუ რა სასჯელი ელოდება ნიჭიერ ფეხბურთელს.

დაშავებული გოგონა კი, საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა როგორც გაირკვა, მისი მდგომაროება მძიმე არაა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლუკას ერნანდესი „ატლეტიკოს“ მთავარ გუნდში დიეგო სიმეონემ 2014 წელს დააწინაურა. ამავდროულად, იგი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია.

0.109741