ფეხბურთი

18:06 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საიდო ბერაინო დოპინგ კონტროლზე ჩავარდა

ინგლისური “სტოკ სიტის” ახალწვეული საიდო ბერაინო დოპინგ კონტროლზე ჩავარდა. აღნიშნული ინფორმაცია ალბიონური გუნდის პრეზიდენტმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის ფორვარდმა აკრძალული პრეპარატები მაშინ გამოიყენა, როდესაც ჯერ კიდევ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ღირსებას იცავდა.

ბერაინო “სტოკში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 12 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ დოპინგტესტმა აჩვენა რვა კვირით ადრე მან აკრძალული პრეპარატები მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ელის ერთდროს იმედისმომცემ ინგლისელ თავდამსხმელს.

0.104801