ფეხბურთი

12:28 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

Forbes: რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ხელფასებით და ბონუსებით გამომუშავებული თანხები, ასევე რეკლამიდან მიღებული შემოსავლები.

სიაში პირველ ადგილს მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. Forbes-ის მონაცემებით, პორტუგალიელი ვარსკვლავის შემოსავალმა 88 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან 56 მილიონი კლუბში მიღებული ხელფასი და ბონუსია, ხოლო 32 მილიონი - რეკლამიდან.

81,4 მილიონით მეორე ადგილზეა “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი, რომელმაც კლუბში 53,4 მილიონი გამოიმუშავა, რეკლამიდან კი - 28 მილიონი. მესამეა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი 77,2 მილიონით (23,2 + 54).

ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი - 67,8 მილიონი (7,8 + 60) და “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი კევინ დურანტი - 56,2 (20,2 + 36).

მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სრული სია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110137