“საუთჰემპტონის” და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ტრავმის გამო, ორიდან სამ თვემდე ვერ შეძლებს თამაშს – იტყობინება “წმინდანებისს” ოფიციალური ვებგვერდი.
როგორც გაირკვა, 25 წლის ფეხბურთელს ტერფი აქვს დაზიანებული და მკურნალობას ორიდან-სამ თვემდე დასჭირდება.
ჰოლანდიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში “წმინდანების” მაისური 30-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.