ფეხბურთი

0:13 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რონალდინიო "ბარსელონაში" დაბრუნდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო "ბარსელონაში" დაბრუნდა. კატალონური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 36 წლის სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი "ბარსას" ახალი ელჩი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.

რონალდინიო "ბარსელონაში" 2003-2008 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში დიდი კვალიც დატოვა. ხსენებულ დროში "გაუჩომ" 207 თამაშში 94 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა ამისა, ორჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი და ესპანეთის თასი, ხოლო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.

0.11236