ფეხბურთი

0:20 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედმა” ტუანზებეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ნიჭიერ ცენტრალურ მცველს აქსელ ტუანზებეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ახალგაზრდა მცველზე დადებითად ისაუბრა ჟოზე მოურინიომ: “აქსელი არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. ის პირველ გუნდში მეტი გამოცდილების შესაძენად გადმოვიყვანეთ და ახალ გარემოს კარგად შეეგუა. მოხარული ვარ, რომ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა”

ტუანზებეს “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველ გუნდში დებიუტი კვირას ასოციაციის თასზე “უიგანთან” მოგებულ მატჩში ჰქონდა. მან მოედანზე ბოლო 22 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115257