ფეხბურთი

20:03 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიხშტაინერმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შტეფან ლიხშტაინერმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შტეფანი "იუვენტუსში" 2011 წელს "ლაციოდან" გადავიდა და მას შემდეგ 194 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 1 გოლი და 3 გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099305