ფეხბურთი

19:16 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა 38 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“21 შესანიშნავი წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერის დასრულებისთვის შესაფერისი დრო დადგა. რამდენიმე წინადადება მქონდა, როგორც ინგლისიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ვგრძნობ, რომ დროა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო. მადლობა ჩემს გუნდებს. უპირველეს ყოვლისა, “ვესტ ჰემს”, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ცოტა ხნის წინ იყო “მანჩესტერ სიტი” და “ნიუ იორკ სიტი”. იქ თამაში მომწონდა და ვაფასებ მხარდაჭერას, რომელსაც ამ კლუბებში ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ჩემი გულის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის “ჩელსის”, კლუბს, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მაჩუქა. ძნელია ინდივიდიუალურად გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც 13 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო “ჩელსიში”. მადლობას ვუხდი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, რომელმაც სამწვრთნელო ლიცენზიის აღების საშუალება მომცა. მოუთმენლად ველი ამ სფეროში მუშაობის შესაძლებლობას” - დაწერა ლამპარდმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

ფრენკ ლამპარდმა კარიერა “ვესტ ჰემში” დაიწყო, 2001 წელს “ჩელსიში” გადავიდა, სადაც 13 წელი გაატარა. სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, ოთხჯერ ინგლისის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. 2014-2015 წლებში ლამპარდი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში კი “ნიუ იორკ სიტიში” თამაშობდა. ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 106 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ფრენკი “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - “არისტოკრატთა” მაისურით 648 მატჩში 211 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132472