ფეხბურთი

12:09 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინიოს ერთი წელი ფეხით სიარული მოუწევს

ინგლისური “ლივერპულის” ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო ფირმინიო მართვის მოწმობის გარეშე დარჩა. დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხრეთამერიკელს მანქანის მართვა ერთი წლით აეკრძალა.

ამის მიზეზი შობის ღამეს მომხდარი ინციდენტია, როდესაც ფირმინომ ქალაქის ცენტრში მოძრაობის წესები დაარღვია და როგორც გაირკვა, საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ამასთან, რობერტოს 20 ათასი გირვანქაც დაეკისრა ჯარიმის სახით.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელის დასჯას “ლივერპულიც” აპირებს, თუმცა კლუბის სანქციების შესახებ ჯერ ზუსტი ცნობები არ გავრცელებულა.

0.115223