ფეხბურთი

11:17 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" კომახიძე დაიმატა

თბილისის “ლოკომოტივი” გაძლიერდა – როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან ირაკლი კომახიძე “ლოკოს” ღირსებას დაიცავს, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ირაკლი კომახიძე 19 წლის იმედისმომცემი მცველია, რომელსაც აქამდე ქობულეთის “შუქურაში” უთამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გარდამავალ ჩემპიონატში აჭარელთა მაისურით 13 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109446