ფეხბურთი

18:41 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ ჩეხებს ორჯერ გაუტანა

ლუგანსკის "ზორიამ" საკონტროლო მატჩში 3:0 მოუგო ჩეხეთის "სლოვაცკოს" და ორი გოლი ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მეორე გოლი - ლიპარტიამ სამი მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით შეაგდო. ეს მშვენიერი მომენტი ბოლო წუთებზე იყო.

ჯაბამ მეორე ტაიმი ითამაშა და სწორედ მან გახსნა ანგარიში 47-ე წუთზე. ლიპარტია წინა მატჩშიც ("ლუდოგორეცთან" 0:2) ყველაზე აქტიური იყო თავის გუნდში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110896