თამაშგარე

12:55 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუსიანას კერია უხმობს

წლებთან კოხტად და თავდაუზოგავად მებრძოლი არგენტინელი მოდელი, ლუსიანა სალასარი არაერთი ცნობილი არგენტინელი სპორტსმენის გულისსწორი ყოფილა და სპორტის წყალობით არაერთ კუნთმაგარ ჯეელს აძახებინა თავის დროზე საწოლში “ოლე” და “ვამოს არხენტინა”.

გამოხდა ხანი და ახლა ლუსიანა იძახის, რაკი რომის წმინდა ტაძარში ჩვენებური პაპი ზის, ძალიან მინდა პაპს ვეახლო და ჩემი სათქმელი პირისპირ ვუთხრაო. ლუსიანა რას იზამს და როგორ იზამს აბა ეს ჩვენ რა ვიცით, მაგრამ ნამეტნავად საინტერესო სანახავი კი იქნება, რომში მოსალოცად ჩასული ეს ქალბატონი.

ისე, მთელი ამ ამბის მარილი ალბათ მანც ისაა, რომ რომის პაპიცა და ლუსიანა სალასარიც ერთ არგენტინულ კლუბს – “სან ლორენცოს” ქომაგობენ და როგორც ცნობილია, “სან ლორენცოს” ფანები ძირითადად იტალიური წარმოშობის არგენტინელები არიან. ჰოდა რა იცით, იქნებ ლუსიანას ძველი “კერიაც” უხმობს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154185