ფეხბურთი

14:13 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ორელიანა დაიმატა

“სელტას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფაბიან ორელიანა კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

31 წლის ფეხბურთელი “ლოს ჩეში” სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო შემდეგ “ვალენსიას” მისი გამოსყიდვა შეეძლება და ასეთ შემთხვევაში “მესტალიაზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ჩილელი მოთამაშე “სელტას” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. მან მიმდინარე სეზონში გალისიური კლუბის მაისური 9-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142351