ფეხბურთი

2:57 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სცენარი “ჩელსის” სასარგებლოდ

პრემიერლიგის 23-ე ტურის პირველი სათამაშო დღე შესანიშნავად წარიმართა “ჩელსისთვის”. ლონდონელები ცენტრალურ მატჩში გასვლაზე “ლივერპულს” დაუზავდნენ, თუმცა ამით ვერ ისარგებლეს მისმა უშუალო კონკურენტებმა “ტოტენჰემმა” და “არსენალმა”, რომელთაც გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს და “არისტოკრატები” უახლოეს მდევარს კვლავ 9 ქულით უსწრებენ.

შეხვედრის პირველ ტაიმში მომენტების შექმნა ძალიან ჭირდა და რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად არ ყოფილა. ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, რომელიც დავიდ ლუისმა 25 მეტრიდან შესანიშნავად შეასრულა.

მერსისაიდელებს მეორე ნახევრის დებიუტშივე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი რობერტო ფირმინო ძალიან ცუდად გაისარჯა და კურტუას კარს დიდი მანძილით ააცილა. მასპინძლებმა 57-ე წუთზე გაათანაბრეს: ჟორჟინიო ვეინალდუმმა მეტოქის კარი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით აიღო.

დარჩენილ დროში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი დიეგო კოშტას შეექმნა, რომელმაც მატიპთან დუელში პენალტი გამოიმუშავა, თუმცა სიმონ მინოლეს ვერ აჯობა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ცნობისთვის, “ლივერპულს” პრემიერლიგაში 4 შეხვედრაა არ მოუგია და ”ჩელსის” 10 ქულით ჩამორჩება.

სენსაცია დაფიქსირდა “ემირათს სთედიუმზე”, სადაც “არსენალი” “უოტფორდთან” დამარცხდა. სტუმრებმა ორივე ბურთი დებიუტშივე გაიტანეს და უკვე მე-13 წუთზე 0:2-ს იგებდნენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ერთი ბურთი ალექს ივობიმ გაქვითა, რომელმაც “არსენალის” მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა. ლონდონელები დარჩენილ დროში ბევრს უტევდნენ და გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს - 1:2.

საინტერესოა, რომ “მეთოფეები” პირველად დამარცხდნენ, როდესაცშკოდრან მუსტაფი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.

ვერ მოიგო “ტოტენჰემმა”, რომელიც გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერს “სანდერლენდს” დაუპირისპირდა და მათი კარის აღება ვერ მოახერხა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.

მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” გასვლაზე “ბარნლის” დაუპირისპირდა, ვოკსის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით დამარცხდა და გასავარდნ ზონას 2 ქულითღა უსწრებს.

სემ ელარდაისის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში პირველად მოიგო “კრისტალ პალასმა”, რომელმაც სტუმრად “ბორნმუთს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. თუმცა, მოიგო “სუონსიმაც” და “არწივები” კვლავ გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

“მიდლსბრომ” და “ვესტ ბრომვიჩმა” კი, “რივერსაიდ სთედიუმზე” ქულები გაიყვეს - 1:1.

არსენალი – უოტფორდი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ქაბული (10), 0:2 დინი (13), 1:2 ივობი (58)

სანდერლენდი – ტოტენჰემი 0:0

ბარნლი – ლესტერი 1:0 (0:0)

გოლი: ვოკსი (87)

სუონსი – საუთჰემპტონი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მოუსონი (38), 1:1 ლონგი (57), 2:1 სიგურდსონი (70)

მიდლსბრო – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 მორისონი (6), 1:1 ნეგრედო (17 პენ.)

ბორნმუთი – კრისტალ პალასი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 დანი (46), 0:2 ბენტეკე (92)

ლივერპული – ჩელსი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლუისი (24), 1:1 ვეინალდუმი (57)

76-ე წუთზე დიეგო კოშტამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156048