ფეხბურთი

10:28 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანოლო გაბიადინი პრემიერლიგაში ითამაშებს

იტალიური “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი მანოლო გაბიადინი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “საუთჰემპტონში” გააგრძელებს. “წმინდანების” ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფორვარდმა გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გააფორმა.

“საუთჰემპტონს” აღნიშნული ტრანსფერი 17 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება.

მანოლო გაბიადინი “ნაპოლიში” ორი წლის წინ გენუის “სამპდორიადან” აღმოჩნდა და ამ დროის განმავლობაში “აძურას” რიგებში ჩატარებულ 79 თამაშში 25 გოლის გატანა შეძლო.

0.118118