ფეხბურთი

20:41 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ტრავმირებულია

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი ერთ თვეს გამოტოვებს. Bილდ-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველი ვარჯიშზე მატს ჰუმელსთან შეჯახებისას დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ფრანგს უქმობა ერთი თვე მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რიბერი “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალთან” მატჩში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ფრანკ რიბერიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 32 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117969