ფეხბურთი

19:07 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” ავსტრალიელი ახალწვეული

მილანის “ინტერმა” ავსტრალიის ნაკრებისა და ჩინური “ჯიანგსუ სუნინის” მცველი ტრენტ სეინსბერი გაიფორმა. ამის შესახებ ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 25 წლის ფეხბურთელი იტალიაში სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება.

სეინსბერმა ინგლისურ “ჰალ სიტიში” გასხვისებული ანდრეა რანოკია უნდა ჩაანაცვლოს. ავსტრალიელი მოთამაშე ჩინეთში ერთი წლის წინ, ჰოლანდიური “ცვოლედან” გადავიდა და აზიაში 20 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.109995