ფეხბურთი

16:33 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხესე სამშობლოში დაბრუნდა

ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ხესე როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ლას პალმასში” გააგრძელებს. ამის შესახებ კანარიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 23 წლის ხესემ ახალ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ხესე როდრიგესი გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” “პარი სენ ჟერმენს” შეუერთდა, მაგრამ პარიზში თავი ვერ დაიმკვიდრა. მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

ხესე “რეალის” სკოლის აღზრდილია და “სამეფო გუნდის” რიგებში 2013-2016 წლებში 15 გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125002